ზედსართავი სახელისა და ზმნიზედის გარჩევა
https://drive.google.com/open?id=1cS2GiCFgqvl07awXrNI9Mf65aWXrENmj
არითმეტიკულ მოქმედებათა შესრულების თანმიმდევრობა
https://drive.google.com/open?id=0B00YJwFPRGxuWjNYRVZ0RjFWdTg
როგორ ჩნდება ღრუბელი და წვიმა
https://docs.google.com/presentation/d/1Hcog_oWFpCQpPdgrpRr8rtu3h1-49T1ZysQ890BANZk/edit?usp=sharing
მცენარის ზრდა-განვითარება
https://www.youtube.com/watch?v=6Cvqu71Mj9A&t=12s
სამაგიდო თამაში-ვუნდერკინდი
https://drive.google.com/open?id=1cS2GiCFgqvl07awXrNI9Mf65aWXrENmj
არითმეტიკულ მოქმედებათა შესრულების თანმიმდევრობა
https://drive.google.com/open?id=0B00YJwFPRGxuWjNYRVZ0RjFWdTg
როგორ ჩნდება ღრუბელი და წვიმა
https://docs.google.com/presentation/d/1Hcog_oWFpCQpPdgrpRr8rtu3h1-49T1ZysQ890BANZk/edit?usp=sharing
მცენარის ზრდა-განვითარება
https://www.youtube.com/watch?v=6Cvqu71Mj9A&t=12s
სამაგიდო თამაში-ვუნდერკინდი
სასწავლო რესურსი-სამაგიდო თამაში
2019წელი
სასწავლო რესურსის ფოტომასალა.
თამაშის 1კომლექტში შედის:
·
სათამაშო დაფა.
·
კამათელი 4 ცალი.
·
4 ფერის სათამაშო ქვების შეკვრა.
·
ანგარიშის ფურცელი ქულების დასაჯამებლად.
·
კითხვების ბარათები საგნების მიხედვით.
ინსტრუქცია და რეფლექსია
თამაშის
შესახებ
ჩემ მიერ შექმნილი სამაგიდო თამაშის სათაურია „ვუნდერკინდი“.
აღნიშნული რესურსი შექმნილია დაწყებითი კლასის მოსწავლეებისთვის, თუმცა მაღალ კლასებშიც შეიძლება მისი გამოყენება
ცვლილების შეტანის შემდეგ. მე კი მე–3 კლასელთათვის
შევქმენი. იდეა - აღნიშნული რესურსი შევქმენი, პირველ
რიგში, იმის გამო, რომ მოსწავლეებს შეძენილი ცოდნა შეემოწმებინათ თამაშით, რაც იქნებოდა
სახალისოც, საინტერესოც და შეჯიბრის ელემენტებით მდიდარი, თან ყოველგვარი
ძალდატანების გარეშე . ამასთანავე , მოსწავლეებს შეეძლებათ ბევრჯერ მიუბრუნდნენ თამაშს,
რაც საშუალებას მისცემს რამოდენიმეჯერ გაიმეორონ ნასწავლი, შეაჯამონ თემები სხვადასხვა
საგანში.
კონკრეტული
ინსტრუქცია მითითებულია სათამაშო დაფაზე.
თამაშის ამოცანა: მოსწავლე, რომელიც
თამაშის ბოლოს ყველაზე მეტ ქულას დააგროვებს, ხდება გამარჯვებული.
ინსტრუქცია:
1. შეარჩიეთ ქულების დამთვლელი, რომელიც
„ანგარიშის ფურცელში“ შეიტანს და დაითვლის მონაწილეთა ქულებს.
2. სათამაშო ქვები განათავსეთ საწყის პოზიციაზე. (4 მოსწავლე) კითხვების ბარათების
დასტა კი დაფის ცენტრში.
3. მოთამაშეები მორიგეობით გააგორებენ კამათელს. თამაშს იწყებს ის, ვინც ყველაზე
დიდ ციფრს დასვამს კამათელზე. სვლა გადადის საათის ისრის მიმართულებით.
4. კამათლის ყოველი გაგორების შემდეგ მოთამაშე გადააადგილებს თავის ქვას იმდენი
უჯრით, რამდენი ციფრიც იქნება კამათელზე აღნიშნული
და მიჰყვება უჯრაში მოცემულ ინსტრუქციას.
5. როცა ყველა მოთამაშე მიაღწევს სათამაშო დაფის ფინიშის უჯრას, თამაშ იგებს
ის, ვინც ყველაზე მეტ ქულას დააგროვებს.
აღნიშნული სასწავლო რესურსი შექმნილია მოსწავლეთა ასაკობრივი შესაძლებლობების
გათვალისწინებით.
ჩემი აზრით, ასეთი ფორმით შექმნილი რესურსი კარგი
საშუალებაა კონკრეტული თემის შეჯამებისთვის, მოსწავლეთა ცოდნის შესამოწმებლად, აგრეთვე
მოსწავლეებს შეუძლიათ თავად შეამოწმონ საკუთარი თავი.
რაც შეეხება ესგ-ით მისაღწევ შედეგს, აქ შეიძლება
სხვადასხვა საგნის ეროვნულ მიზნებზე გავიდეთ, რადგან კითხვების დასტაში სხვადასხვა
საგნის ბარათები შეიძლება ჩავდოთ, მაგალითად ცალკე შეიძლება გვქონდეს გამზადებული გრამატიკის
კითხვების დასტა, მათემატიკის, ბუნებისმეტყველების და ა.შ.
რესურსი მრავალჯერადიცაა და მრავალფუნქციურიც,
ვინაიდან მისი გამოყენება შეიძლება სხვადასხვა საგანში როგორც სემესტრის ან წლის ბოლოს,
ასევე ცალკეული თემების შეჯამებისას. ასევე შეიძლება მისი გამოყენება სხვადასხვა კლასში.
ყველაზე დიდი უპირატესობა რაც ამ რესურსს აქვს,
არის ის, რომ დაფუძნებულია თამაშის ელემენტებზე.
რთული იყო ამ რესურსის დამზადება, ვინაიდან მოითხოვს
სხვადასხვა მასალას და დიდ ძალისხმევას, რადგან ერთი დაფით თამაშობს 5 ბავშვი. მომიწია
2 სათამაშო დაფის დამზადება ხელით, რათა 2
ჯგუფს მიეღო მონაწილეობა (11 მოსწავლე მყავს). აგრეთვე კითხვარის ბარათებიც სათითაოდაა დასამზადებელი. მოსწავლეებს ძალიან მოეწონათ ეს თამაში, ცოდნის
შემოწმება მოხდა ხალისით, თან მათ შეუძლიათ ითამაშონ დამოუკიდებლად, მასწავლებელს ექნება
მხოლოდ დამკვირვებლის ფუნქცია.
რესურსის გამოყენებისას სირთულეებს
ადგილი არ ქონია, ვინაიდან ინსტრუქციაში ზუსტად არის გაწერილი თითოეული მოთამაშის ვალდებულება.
კითხვის ბარათებში წარმოდგენილი მაქვს მხოლოდ რამდენიმე
ნიმუში. კითხვები არის როგორც მარტივი, ასევე საშუალო და რთული და მინიჭებული აქვს
შესაბამისი ქულა. იქვე მოცემულია სწორი პასუხიც. მომავალში შეიძლება ამ რესურსის დახვეწა,
ბარათების დასტების გამდიდრება, რათა მრავალჯერადად გამოვიყენოთ.
კითხვები ბარათებისთვის
გრამატიკა:
1.
რა
კითხვები დაესმის არსებით სახელს?
1 ქულა.
სწორი პასუხი: ვინ? რა?
2.
კაშკაშა
მზე ანათებს.
რომელია ამ წინადადებაში არსებითი სახელი?
2 ქულა.
სწორი პასუხი:
მზე.
3.
ჩასვი
გამოტოვებული არსებითი სახელი.
მწვანე
................ აბიბინდა.
3 ქულა.
სწორი პასუხი: ბალახი.
4.
რომელია
მოქმედების აღმნიშვნელი სიტყვის კითხვა?
როგორი? რას შვრება? სად?
2 ქულა
სწორი პასუხი:
რას შვრება.
5.
იპოვე ზედსართავი სახელი?
ნინი მშვიდად შეჰყურებდა მოქუფრულ ცას.
3 ქულა
სწორი პასუხი:
მოქუფრულ
და ა.შ.
მათემატიკა
1.
რამდენია 3x6?
1 ქულა
სწორი პასუხი:18
2.
გამოთვალე: 27+5x4=?
2 ქულა
სწორი პასუხი:
47.
3.
რამდენი
ნაწილისგან შედგება ამოცანა?
1 ქულა
სწორი პასუხი: 4
და ა.შ.
ბუნებისმეტყველება
1.
დაასახელე ყველაზე დიდი ძუძუმწოვარი ცხოველი?
2 ქულა
სწორი პასუხი: ლურჯი ვეშაპი.
2.
რა
არის მზე? პლანეტა თუ ვარსკვლავი?
1 ქულა
სწორი პასუხი: ვარსკვლავი.
3.
რომელი
ნაწილით იღებს საკვებს მცენარე?
2 ქულა.
სწორი პასუხი: ფესვებით.
4.
რა
მოხდება თუ მზის სხივი გაივლის წყლით სავსე გამჭვირვალე ჭურჭელში?
3 ქულა.
სწორი პასუხი: ცისარტყელის ფერებად დაიშლება
და ა.შ.
სამაგიდო თამაში „ ვუნდერკინდი“
ანგარიშის ფურცელი
პირველი
მოთამაშე
|
მეორე
მოთამაშე
|
მესამე
მოთამაშე
|
მეოთხე
მოთამაშე
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
ქულების
ჯამი:
|
ქულების
ჯამი:
|
ქულების
ჯამი:
|
ქულების
ჯამი:
|
No comments:
Post a Comment