პროექტები


პროექტი     „კანფეტები“
პროექტის იდეა-  საგანში „მე და საზოგადოება“ თემის „ჯანსაღი კბილების“ გავლის ფარგლებში გადავწყვიტეთ სასწავლო პროექტის „კანფეტები“ განხორციელება.       
 პრობლემა- ბავშვებს ძალიან უყვართ კანფეტები, რაც აზიანებს მათ კბილებს.
აქტუალობა-      ბავშვები გააცნობიერებენ, თუ რა სასარგებლო და ზიანის მომტანი თვისებები აქვთ კანფეტებს, რა შედეგები მოაქვს ბევრი კანფეტის ჭამას. პროექტი ხელს შეუწყობს: ცოდნის გაღრმავებას ჯანსაღი კბილების შესახებ.
პროექტის    მიზანი-  მოსწავლეებმა გაარკვიონ, რატომ არის მავნებელი კანფეტი.
სტანდარტთან შესაბამისობა:
საზ.მეც.დაწყ.(I).4. ჯანსაღი ცხოვრების წესის დაცვა (პირადი ჰიგიენა, ჯანსაღი კვება, სპორტული აქტივობები);
საზ.მეც.დაწყ.(I).6. საკუთარი საქმიანობის დაგეგმვა და მისი მოსალოდნელი შედეგების გაცნობიერება;
 მონაწილეთა ასაკი-  III კლასი
პროექტის ხანგრძლივობა-  2 კვირა (15.03 დან  29.03-მდე)
მოსალოდნელი შედეგები\ პროდუქტები, რაც შეიძლება შეიქმნას:
 მოსწავლეები შეაგროვებენ ინფორმაციას კანფეტების ისტორიის შესახებ, შექმნიან კითხვარს და ჩაატარებენ სკოლის მოსწავლეთა გამოკითხვას, გააკეთებენ მონაცემთა სტატისტიკურ ანალიზს ,წარმოადგენენ ცხრილის სახით  და შექმნიან პრეზენტაციებს power point-ში. 
სასწავლო რესურსი: ბუკი,  ინტერნეტი, თაბახის ფურცლები, პრინტერის აპარატი, სახატავი და თაბახის ფურცლები, პროექტორი.                             
      შეფასების ცხრილი:

D(დაბალი)
C(საშუალო)
B(კარგი)
A(საუკეთესო)
1. ჯგუფში თანამშრომლობა




2.ისტ-ის გამოყენება




3.პრეზენტაციის უნარი




4.პოსტერების შექმნა








აქტივობები|თარიღი
15.03
18-20.03
21-22.03
25-26.03
27-29.03
1.მშობლებისა და მოსწავლეებისთვის გეგმის გაცნობა





2.კითხვარის მომზადება, გამოკითხვის ჩატარება სკოლის მოსწავლეებში და შედეგების ანალიზი.
I  ჯგუფი- 1-4კლასებში;                   IIჯგუფი-5-9 კლასები.
III ჯგუფი-10-12 კლასებში.





3.ინფორმაციის მოძიება ინტერნეტში:
ჯგუფი-კანფეტების საზიანო თვისებებზე.
II ჯგუფი-კანფეტების სასარგებლო თვისებებზე.
III ჯგუფი-კანფეტების ისტორიაზე.






4. პრეზენტაცია გეგმის მიხედვით POWER POINT-ში





5. პოსტერების მომზადება და გამოფენა თემაზე: ბევრი კანფეტი კბილებისთვის საზიანოა.






 დანართი 1.

                         


                         






   პროექტი „კანფეტები“ ---კითხვარი
1.             1.რამდენი წლის ხართ?
                  6-დან 10 წლამდე                     12-დან  15 წლამდე                   15-დან 18 წლამდე
     2.გიყვარს თუ არა კანფეტები?
             კი                                                   არა                                                 ისე რა
   3.რამდენად საზიანოა კანფეტების ხშირად მირთმევა?
                 საზიანოა                                   არ არის საზიანო                    არ ვიცი
  4.რა სიხშირით მიირთმევთ კანფეტებს?
              ყოველდღე                                   ყოველ მეორე დღე                  კვირაში ერთხელ
   5. დაზიანებული გაქვთ თუ არა კბილები?
                დიახ                                                არა
   6. თვლით თუ არა, რომ თქვენი კბილების დაზიანების მიზეზი ბევრი კანფეტის ჭამაა?
                  დიახ                                               არა                                            არ ვიცი


                                     პროექტის „კანფეტები“ რეფლექსია

           საგანში „მე და საზოგადოება“ თემის ჯანსაღი კბილების“ შესწავლისთვის მოსწავლეებთან ერთად დავგეგმეთ პროექტი      „კანფეტები“, რომლის მიზანი იყო მოსწავლეებს გაერკვიათ თუ რატომ არის ბევრი კანფეტის მირთმევა საზიანო კბილებისთვის, რათა მომავალში უფრო მეტად გაფრთხილებოდნენ კბილებს, იმისათვის, რომ ჯანსაღი კბილები ჰქონოდათ.
         პროექტის შედეგებით კმაყოფილი ვარ, რადგან დასახულ მიზანს მივაღწიე. ყველა აქტივობა გეგმის შესაბამისად წარიმართა და წინასწარ განსაზღვრულ დროში ჩავეტიეთ, ამაში დამეხმარა ჯგუფებისთვის სხვადასხვა დავალების გადანაწილება. მოსწავლეებმა მომაწოდეს იდეა, რომ ბოლოს შეექმნათ პოსტერები ამ თემაზე, რაც გავითვალისწინე გეგმის შედგენისას.
        ყველაზე წარმატებული  და საინტერესო კომპონენტი პროექტში იყო სკოლის მოსწავლეთა გამოკითხვა და მონაცემთა წარმოდგენა ელექტრონულად. აქ მოსწავლეებმა გამოიყენეს მათემატიკაში მიღებული ცოდნა „მონაცემთა წარმოდგენა და ანალიზი“, ამით მათ განუვითარდათ ტრანსფერის უნარი (ერთ საგანში მიღებული ცოდნის გადატანა  და გამოყენება სხვა საგანში), (იხ.დანართი 1)
       პროექტის წარმატებული შედეგი ნათლად გამოჩნდა მოსწავლეების მიერ შექმნილ საბოლოო პოსტერებში, სადაც მოუწოდებდნენ მოსახლეობას ნაკლები რაოდენობის კანფეტების მიღებისკენ, რათა ჯანსაღი კბილები ჰქონოდათ.
     ზოგიერთ მოსწავლეს გაუჭირდა ჯგუფურ მუშაობაში თანაბრად ჩართვა. ამისათვის მომავალში გავითვალისწინებ ინდივიდუალურ შესაძლებლობებს და აქტივობებს დავგეგმავ დიფერენცირებულად.
დანართი1



კითხვები


რამდენი წლის ხართ?
6-10
31
11-15
18
15-18
8
გიყვართ თუ არა კანფეტები?
კი
36
არა
0
ისე რა
21
რამდენად საზიანოა კანფეტების ხშირად მირთმევა?
საზიანოა
51
არ არის საზიანო
3
არ ვიცი
3
რა სიხშირით მიირთმევთ კანფეტებს?
ყოველდღე
17
ყოველ მეორე დღე
24
კვირაში ერთხელ
16
დაზიანებული გაქვთ თუ არა კბილები?
დიახ

23

არა
34
თვლით თუ არა, რომ თქვენი კბილების დაზიანების მიზეზი ბევრი კანფეტის ჭამაა?
დიახ
38
არა
13
არ ვიცი

6



































                პროექტი     „ ირგვლივ  შემოდგომაა!“
პროექტის იდეა-    საბავშვო ბაღის აღსაზრდელებმა ითანამშრომლონ სკოლის          მოსწავლეებთან , რათა მათ უფრო იოლად შეძლონ შეგუება  სასწავლო პროცესთან, რაც არც თუ ისე რთულია, როგორც მათ ეს წარმოუდგენიათ სკოლაში წასვლამდე.         
                                        
  პრობლემა-     ბავშვებს ხშირად ეშლებათ წელიწადის დროები და უჭირთ მათი დახასიათება ამა თუ იმ ნიშნით, რასაც საფუძველი სწორედ საბავშვო ბაღიდან უნდა ჩაეყაროს.

აქტუალობა-      ბავშვები გააცნობიერებენ, თუ რით განსხვავდება შემოდგომა წლის სხვა დროებისგან? რატომ ეძახიან მას „ ბარაქიანს“? გაეცნობიან ამ სეზონზე მიმდინარე ბუნებრივ მოვლენებს. პროექტი ხელს შეუწყობს: ცოდნის გაღრმავებას თავიანთი ქვეყნის ძველ ადათ-წესებზე; ახალი უნარ-ჩვევების ფორმირებას.
 პროექტის    მიზანი-     შემოდგომისთვის დამახასიათებელი მოვლენების გაცნობა; ძველი ტრადიციებისა და წეს-ჩვეულებების გაცნობა და გააზრება;თანამშრომლობისა და მარტივი შრომითი საქმიანობის უნარ-ჩვევების ფორმირება; კვლევა-ძიების, მხატვრულ-შემოქმედებითი უნარების განვითარება.   მათ  განუვითარდეთ  21-ე საუკუნის  უნარები და გამჭოლი პრიორიტეტული კომპეტენციები,   როგორიცაა  წიგნიერება, მედია  წიგნიერება,  ციფრული  წიგნიერება, სამოქალაქო თვითშეგნება.
მონაწილეთა ასაკი-  4-5წლის ასაკის საბავშვო ბაღის აღსაზრდელები;  II-III კლასი
პროექტის ხანგრძლივობა-  2 კვირა (03.11 დან  20.11-მდე)
მოსალოდნელი შედეგები\ პროდუქტები, რაც შეიძლება შეიქმნას:
 ბავშვები გაეცნობიან შემოდგომის კლიმატს; ქართულ ტრადიციებს. გაიმდიდრებენ ცოდნას წელიწადის ამ დროზე. გაეცნობიან შემოდგომაზე სოფლად მიმდინარე სამუშაოებს. ისწავლიან ხილის კრეფას, სიმინდის ტეხას, თათარის მოდუღებას, ჩურჩხელების ამოვლებას, ჰერბარიუმის გაკეთებას. გადაიღებენ სურათებს  და მოამზადებენ პრეზენტაციას power point-ში. კლასში მოეწყობა ჰერბარიუმებისა და ნახატების გამოფენა. მოეწყობა დასკვნითი ღონისძიება „რატომ გვიყვარს შემოდგომა?“

ძირითადი რესურსები:
სასწავლო რესურსი:
 ბუკი, ფოტოაპარატი,  ინტერნეტი, თაბახის ფურცლები, პრინტერის აპარატი, სახატავი და თაბახის ფურცლები, პროექტორი, წებო, მაკრატელი.
სოფლის ნობათი:
ხილი, სიმინდი, გოგრა, ყურძნის წვენი, ძაფზე ასხმული თხილი.
ადამიანური რესურსი:
მასწავლებლები, ბაღის აღსაზრდელები, II-IIIკლასის მოსწავლეები, მშობლები, ადგილობრივი მოსახლეობა.                             
  
      შეფასების ცხრილი:

D(დაბალი)
C(საშუალო)
B(კარგი)
A(საუკეთესო)
1. ჯგუფში თანამშრომლობა




2.ისტ-ის გამოყენება




3.პრეზენტაციის უნარი




4.მიღებული ცოდნის გამოყენება







აქტივობები|თარიღი
3.11
4-6.11
10-12.11
13-14.11
17.11
18.11
20.11
1.მშობლებისა და მოსწავლეებისთვის გეგმის გაცნობა







2.I ჯგუფი-კლიმატის ცვლილებებზე დაკვირვება და მონაცემების შეგროვება.







3.II ჯგუფი-ინფორმაციის მოძიება ინტერნეტში საქართველოს სხვადასხვა კუთხეში გავრცელებულ ძველ ტრადიციებზე.







4.სოფლად მიმდინარე სამუშაოებში მონაწილეობა







5.თათარას მოდუღება, ჩურჩხელების ამოვლება.







6. ჰერბარიუმების დამზადება. ხილის გაფერადება.







7. ღონისძიება „რატომ გვიყვარს შემოდგომა?“







8.  პრეზენტაცია Power point-ში















































































სასწავლო პროექტი-ოდა სახლები დასავლეთ საქართველოში




 ფოტო-მასალა







































  პროექტი-პროფესიები







პროექტი-საახალწლო ტრადიციები სხვადასხვა ქვეყანაში











სოციალური პროექტი-დავიცვათ ჩვენი საცხოვრებელი გარემო!










1 comment:

  1. ქალბატონო თეა,წარმატებებს გისურვებთ !

    ReplyDelete