ჩემ შესახებ


      დავიბადე 1975 წლის 24 თებერვალს ქალაქ სოხუმში. დავამთავრე სოხუმის მე-11 საშუალო სკოლა, ხოლო 1997 წელს    ივ.ჯავახიშვილის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტის სოხუმის ფილიალი პედაგოგიური ფაკულტეტი სპეციალობით "დაწყებითი განათლების პედაგოგიკა და მეთოდიკა", რომელიც აფხაზეთის ომის შემდეგ თბილისში განაგრძობდა არსებობას.
     პედაგოგიური მოღვაწეობა დავიწყე აბაშის რ-ის სოფ.სამიქაოს საშუალო სკოლაში 1997 წელს, ხოლო 1998 წლიდან ვმუშაობ ამავე რ-ის მაიდნის საჯარო სკოლაში.
     მაქვს 22 წლიანი პედაგოგიური გამოცდილება. 5 წლის განმავლობაში ვიყავი დირექტორის მოადგილე, მაგრამ აღმოვაჩინე, რომ ბავშვებთან მუშაობა უფრო მიმზიდველი  და საინტერესო იყო ჩემთვის, ამიტომ დავტოვე თანამდებობა და დღემდე სრული დატვირთვით ჩართული ვარ მოსწავლეთა სწავლა-სწავლების საქმეში.
      2006 წლის საგანმანათლებლო რეფორმიდან  დაწყებული დღემდე აქტიურად ვეცნობი სიახლეებს და ვნერგავ მათ ჩემს მოსწავლეებთან. ჩართული  ვარ პროფესიული განვითარების სქემაში. ამჟამად ვარ სტატუსით წამყვანი და ვფიქრობ, მასწავლებელი პროფესიულად მუდმივად და უწყვეტად უნდა ვითარდებოდეს.  ყოველთვის ხალისით და დიდი ინტერესით ვხვდები სიახლეებს, ამიტომ კოლეგებმა ხუმრობით „ნოვატორიც“ კი შემარქვეს.
       ვამაყობ ჩემი სკოლის მასწავლებლებით, რადგან ჩვენ ერთი გუნდი ვართ, გვიხარია ერთმანეთის წარმატება და აქტიურად ვთანამშრომლობთ.
       მთავარი მიზანი არის 21-ე საუკუნის გამოწვევების წინაშე მზადმყოფი მოსწავლეების აღზრდა.
       ოცნება ბევრი მაქვს, მაგრამ უპირველესი არის ჩემი სკოლა გახდეს ევროპული სტანდარტის სკოლა, სადაც მოსწავლეებისა და მასაწავლებლებისთვის ხელმისაწვდომი იქნება ყველა საჭირო რესურსი, აღჭურვილი იქნება ტექნოლოგიებით.


1 comment: